3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.


სამოქალაქო განათლების გაკვეთილები

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა გაკვეთილები X1, X4 და IX4 კლასებში. გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე და ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პირობის - ადაპტირებული გარემოს შესახებ.
უფრო კონკრეტულად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესრულებინათ უსინათლო მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სავარჯიშოები, რომლებიც ავითარებს შეხებისა და სმენის უნარებს; გაეცნენ ბრაილის შრიფტს და თვითონ დაწერეს სიტყვები ბრაილის დაფისა და ფანქრის გამოყენებით. გაცნენ ბრაილის შრიფტზე დაბეჭდილ წიგნს და სპეციალურ გეომეტრიისა და ბოტანიკის სახელმძღვანელოებს.

პრაქტიკუმი

სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესს ჯგუფური მუშაობა და ე.წ. პრაქტიკუმები იწვევს, რა დროსაც ისინი გაითამაშებენ "არჩევნებს," წერენ საარჩევნო პროგრამებს და წარადგენენ კლასის წინაშე, აფუძნებენ "არასამთავრობო ორგანიზაციებს" და გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებებს, წერენ სამოტივაციო წერილებს და არჩევენ ვაკანტური პოზიციისათვის ყველაზე შესაფერისს "თანამშრომელს." 

ბ უ ლ ი ნ გ ი 


გაკვეთილები ჩატარდა X1 და IX4 კლასებში
 

სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ბულინგის (ძალადობის) თემაზე. მოსწავლეებმა ნახეს 15 წუთიანი ფილმი ძალადობის შესახებ. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, იმსჯელეს ძალადობის მსხვერპლის განცდებზე, მოძალადის მოტივებზე, განიხილეს სხვადასხვა სიტუაციები და ძალადობაზე რეაგირების გზები. 



2013 წლის 10 ნოემბერს ისტორიის მასწავლებელმა ნანა დოლიძემ  მე-7 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე:    "ალექსანდრე მაკედონელი". 

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ისტორიაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 

IX /4 კლასი,  მასწავლებლები:  ლელა გუგუციძე, ეკატერინე ბებიაშვილი
11-1  კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნატო სკამკოჩაიშვილი), გეოგრაფიის პედაგოგის იოსებ ლაზარაშვილის ხელმძღვანელობით, შექმნეს ნორჩ გეოგრაფთა გუნდი „ფრამი" და მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - „საბავშვო უნივერსიტეტის" ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ „ნორჩ გეოგრაფთა სკოლის" ეგიდით გამართულ „გეოგრაფიულ ვიქტორინა - 2013"-ში.
ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის ნორჩ გეოგრაფთა გუნდმა - „ფრამი" ვიქტორინაში გამარჯვება მოიპოვა და I ადგილი დაიკავა.